Pages

გაკვეთილის გეგმები

 გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის თემაგანსაზღვრებით დამოკიდებული წინადადება
სწავლების საფეხური/ დისციპლინა საბაზო საფეხური,
მე–8 კლასი.
მოსწავლეთა რაოდენობა 12
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები განიმტკიცონ წინარე ცოდნა,
განუვითარდეთ ცოდნის გაანალიზების,
გაგება–ინტერპრეტაციის უნარი. მოსწავლეებს
მიეცემათ შესაძლებლობა ერთდროულად ისწავლონ
წერით, კითხვით, კეთებითა და მოსმენით.
 ე.ს.გ. განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორებიქარ.VIII.8
 ქარ.VIII.9
ქარ.VIII.13
 თანმიმდევრობავიყენებ სამფაზიან მოდელს.
1. პროვოცირება
გონებრივი იერიში:
რა ვიცით განსაზღვრების შესახებ?
ამ შეკითხვაზე ვღებულობ ყველა შესაძლო პასუხს,
ინფორმაცის დავიტანთ და ვახდენთ კლასიფიკაციას.
შემდეგ ისევ ვსავამ კითხვას: რა ვიცით რთული ქვეწყობილი 
წინადადების შესახებ? აქ ვასრულებ პროვოცირების ეტაპს (5წთ)
2.ახალი მასალის ასახსნელად ვიყენებ ჯგუფური მუშაობის 
მეთოდს: ,,ჯიქსო"
მოსწავლეები გადაითვლიან ერთიდან ოთხამდე,
ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს ვინ არის 1–ლი,ვინ–2 და ა.შ
კლასს ვყოფ 3 ჯგუფად.
1–ლი ჯგუფი: განსაზღვრება;
მე–2 ჯგუფი:კავშირი და მისათითებელი სიტყვები;
მე–3 ჯგუფი:მთავარი და დამოკიდებული წინადადება.
სამივე ჯგუფს ურიგდება საკითხავი ტექსტი უნდა წაიკითხონ ,,ვკითხულობ მაინტერესებს მეთოდის გამოყენებით",პასუხი გასცენ ყველა კითხვას მასწავლებლის დაუხმარებლად და შეიმუშავონ სასწავლო სტრატეგია,რომლითაც თავიანთ ტექსტებს ისწავლიან და ასწავლიან სხვა ჯგუფებსაც (15 წთ)
3. შემდეგ ვშლი ჯგუფებს: ყველა პირველი ერთად,ყველა მე2 ერთად და ა.შ. ისინი ერთმანეთს ასწავლიან და სწავლობენ,ერთიანდება მასალა,ემზადებიან პრეზენტაციისათვის,იქმნება 4 პლაკატი.(15წთ)
4. რეფლექსიისათვის ჯგუფებს ვურიგებ წინადადებებს,სადაც არასწორად წერია კავშირები, სასვენი ნიშნები, მათ უნდა გაასწორონ,
დავალებას აკეთებენ კომპიუტერით მისამართზე www.center.ge–ზე.
(7წთ)
 შეფასებაიხილეთ დამატებით ტექსტური არე (3წთ)
საკლასო     მენეჯმენტი/ საგანმანათლებლო რესურსებისახელმძღვანელო,დამხმარე სახელმძღვანელო: ნ.ხაჭვანი,დ.თვალთვაძე www.center.ge; რვეული,კალამი ფლიფჩარტები,კომპიუტერი


იხილეთ ბმული 


 სამოდელო  გაკვეთილის  გეგმა;
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
კავშირი
მაერთებელი და მაქვემდებარებელი კავშირები
საგანი
მასწავლებელი
ქართული ენა და ლიტერატურა
თამარ კაკაჩია
სწავლების საფეხური
დაწყებითი VI
მოსწავლეთა პროფილი
7 მოსწავლე
კლასში არ ასის განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლე
გაკვეთილის ხანდძლივობა45 წუთი
გაკვეთილის მოზნები დაშედეგებიMmoswavleebმა SeZlონ პრაქტიკულ მაგალითებზე დაკვირვებით,kvleviT,კავშირის რაობისა და ჯგუფების გარკვევა;მაერთებელი და მაქვემდებარებელი კავშირების გარჩევა,წინადადებებიდან კავშირების გამოყოფა და დაჯგუფება.გაეცნონ მაერთებელი კავშირების ჯგუფებს;მოძებნონ აწ უკვე ნასწავლ ლიტერატურულ ტექსტებში მაერთებელ და მაქვემდებარებელკავშირიანი წინადადებები.
 ამ გაკვეთილით განუვუთარდეთ:ინდივიდუალური,წყვილური დ ჯგუფური მუშაობის,დაკვირვების,კვლევის,პრეზენტაციის უნარები.
winaswari codnaMmoswavleebმა იციან მეტყველების ნაწილები,დამხმარე და სრულმნიშვნელობიანი,ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი.
   ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები/ინდიკატორებიქართ. VI. 1.  მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარჩვევები.
ქართ. VI. 16.  მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.
გაკვეთილის   მსვლელობა
სამფაზიანი მოდელი:

 I აქტივობა –10 წუთი
შეძენილი ცოდნის საფუძველზე ახალი საკითხის მეტყველების ნაწილების გახსენება. ასოციაციური კავშირების რუკა:
ა. რა ასოციაციას იწვევს სიტყვა კავშირი თქვენში? /გეცნობათ თუ არა ეს სიტყვა?
წინადადებებზე დაკვირვება:
1. რწყილი ... ჭიანჭველა დაძმობილდნენ;
2. გაიღო კარი ... შემოვიდა სტუმარი;
ბ.რა აკლია ამ სიტვებს რომ მივიღოთ წინადადება?
გ. რომელ წინადადებაში უკავშირდება ერთმანეთს ორი სიტყვა? დ.რომელში ორი წინადადება?
დ. მაშ რა ყოფილა კავშირი?
შემდეგი აქტივობა პროექტორზე წინადადებების დაკვირვება,სადაც სამი  წინადადებაა დაწერილ მაერთებელი და მაქვემდებარებელი კავშირებით,მოსწავლეები აკვირდებიან,მსჯელობენ და ასკვნიან,რომ მაერთებელი კავშირი  ორ სრულუფლებიან წინადადებას აერთებს,მაქვემდებარებელი კი ერთ სრულსა და მეორე არასრულს.
II ფაზა
სიღრმისეული წვდომა
I აქტივობა–(ინდივიდუალური მუშაობა)–7 წუთი;
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები,სადაც ორ–ორი წინადადებაა დაწერილი, ერთი მაერთებელკავშირიანი და მეორე მაქვემდებარებელკავშირიანი,მათ ასევე ურიგდებათ პატარა, მწვანე ფუცლები, ფოთლების ფორმის,დაფაზე კი გამოკრულია ორი ხე ერთი მაერთებელკავშირიანი ხე და მეორეც მაქვემდებარებელკავშირიანი ხე,მოსწავლეებმა უნდა ამოწერონ ფოთლებზე კავშირები და მიაკრან განკუთვნილ ხეებს;
II აქტივობა:
გაკვეთილის თემის გაღმავება: (3 წუთი)
პლაკატის გამოკვრა,სადაც დაწერილი  იქნება  მხოლოდ მაერთებელი კავშირის ჯგუფები: მაჯგუფებელი,მაპირისპირებელი,მაცალკევებელი და მაიგივებელი
III აქტივობა:
წყვილებში მუშაობა (7 წთ)
მოსწავლეები წყვილებში მუშაობენ,მასწავლებელი ურიგებს მაგალითებს, ერთ წყვილს მაჯგუფებელ კავშირიან წინადადებას,მეორეს–მაიგივებელკავშირიანს და ა.შ.
მოსწავლეები აკვირდებიან,გამოყოფენ კავშირებს,  თვითონვე ხვდებიან  და ახარისხებენ მაერთებელ კავშირებს ჯგუფების შესაბამისად, მეწყვილეები კი ავსებენ  მაერთებელი კავშირების ტაბულას,ჯგუფების მიხედვით.
IV აქტივობა–ჯგუფური მუშაობა (10 წთ)
ლიტერატურული,ნასწავლი ტექსტებიდან ერთ ჯგუფს დაევალება მაერთებელკავშირიანი წინადადებების მოძებნა და ამოწერა,მეორეს–მაქვემდებარებელკავშირიანის.
III ფაზა–რეფლექსია–განმტკიცება ( 5 წუთი)

ა. რა არის კავშირი?კითხვა–პასუხის რეჟიმში  შეჯამება.
ბ. რამდენგვარია?
გ. რას ეწოდება მაერთებელი კავშირი და რას მაქვემდებარებელი?
დ. მაერთებელი კავშირის ჯგუფები:
V აქტივობა
შეფასება და საშინაო დავალება– 3 წთ
შეფასება შეფასების კრიტერიუმების რუბრიკა
   რესურსები
.პლაკატები,თვალსაჩინოებები,სამუშაო ფურცლები,სახელმძღვანელო. tabula, saprezentacio namuSevrebi.
შეფასების  კრიტერიუმების  რუბრიკა

კრიტერიუმიმინიმალურისაშუალოსაშუალოზემაღალიმაქსიმალური
1.  აქტიურობა  /
ჩართულობა
3–4        5–6       7– 89–10
2  .  აქტივობათაშესრულებაინდივიდუალურად3–4        5–6        7–89–10
3  .  აქტივობათაშესრულებაწყვილებში3–4        5–6        7–810
4  .  აქტივობათაშესრულებაჯგუფურად3–4        5–6        7–810
6.პრეზენტაციის უნარი3–4        5–6        7–810









მონიტორინგის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრები,ქალბატონები: გვანცა ჩხენკელი და თამარი მესწრებოდნენ გაკვეთილზე,ნახეთ ფოტო–მასალა



ქალბატონი გვანცა ჩხენკელის შეფასება:





No comments:

Post a Comment