განხორციელებული პროექტები:
პროექტი: ,,შემოქმედებითი სტარტები“
1.
პროექტის აქტუალობა:
ორი სხავდასხვა საჯარო სკოლის (წალენჯიხის N4 და მიქავას N1)მოსწავლეთა გაცნობა,დამეგობრება,
თანამშრომლობა.
2.
პროექტის მიზნები;
ა.გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევის განვითარება.
ბ.მოსწავლეთა შემოქმედებითი ( სხვადასხვა სახის წერითი
თუ ზეპირი ნამუშევრები) და საპრეზენტაციო უნარების განვითარება;
გ. შეჯიბრი,თამაშით
სწავლების უნარ-ჩვევის განვითარება.
3.
საგნობრივი სტანდარტები, რომელსაც ეყრდნობა პროექტი:
საგნობრივი სტანდარტი
:
ქართ. VII. 3. მოსწავლეს შეუძლია სამეტყველო ქცევის
შეცვლა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
·
ლექსის ან მხატვრული პროზის ფრაგმენტების ზეპირად კითხვის დროს ინტონაციის საშუალებით
გადმოსცემს ნაწარმოებში ასახულ განწყობას და ტექსტის შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების
ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
·
ამა თუ იმ სიტუაციის გათამაშებისას წარმოთქვამს ერთსა და იმავე რეპლიკას სხვადასხვა
(სიხარულის, გაბრაზების, სიამაყის, მოწყენილობის) განცდის გამომხატველი ინტონაციით;
ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური
ორგანიზებისათვის.
·
გადაამუშავებს და გადაათეთრებს ნაწერს, ყურადღებას ამახვილებს როგორც შინაარსზე,
ისე სტილის ელემენტებზე;
·
დაამუშავებს საბოლოო რედაქციას დამოუკიდებლად ან სხვების (თანაკლასელის, მასწავლებლის)
დახმარებით; ასწორებს პუნქტუაციურ, სტილისტურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს;
4.
პროექტის ამოცანები;
1. ხელი შევუწყოთ მოსწავლების უცხო გარემოსთან ადაპტაციას,დამეგობრება,თანამშრომლობას.
2. ჩატარდეს შეჯიბრი.( პროექტის სათაურიდან გამომდინარე
სპორტული თამაშის ,,მხიარული სტარტების“ გადაკეთება, ტრანსფერი ,,შემოქმედებით სტარტებად“)
3. სხადასხვა შემოქმედებითი აქტივობების განხორციელება.(სწარფი
კითხვის,ლამაზად წერის,ზეპირმეტყველების ....)
5.
პროექტის განხორციელების წინაპირობები:
·
მოსწავლეთა მომზადება,სხავდასხვა დავალების შესრულება განსახორციელებელი
აქტოვებებიდან გამომდინარე.
·
ფსიქოლოგიური და სოციალური კომპეტენციების გაძლიერება;
·
თვითშეფასების უნარის
ამაღლება
6.
პროეტის ფარგლებში განხორცილებელი აქტივობები:
1. კოლეგასთან ერთად (მაია
ლუკავა) დავგეგმეთ, განვიხილეთ პროექტი და მისი
განხორციელებისას წამოჭრილი ყველა აქტუალური კითხვა და დაბრკოლება.
2. გავინაწილეთ
დავალებები, გავინაწილეთ ფუნქციები( კლასების
შერჩევა, დროის დაგეგმვა, შეჯიბრის ფორმატის ახსნა
მოსწავლეთათვის).
მოსწავლეები იყოფიან წყვილებად.
პირველ წყვილს ევალება შეარჩიონ 2 პოეტური ნაწარმოები მხატვრული კითხვის
კონკურსისთვის და იმუშავონ ზეპირად კითხვის დროს
სწორ ინტონაციაზე,მეტყველების ტემპზე,ხმის ტემპბრზე,სიმაღლეზე და ა.შ.
მეორე წყვილი მუშაობს ტექსტებზე, რათა სწორად ,სწრაფად
და მხატვრულად შეძლონ ტექსტის კითხვა.
მესამე წყვილი
მუშაობს შემოქმედებითად,ქმნიან მხატვრულ ტექსტებს,ჩანახატებს,ვარჯიშობენ რითმებზე
ლექსების აგებაში.
(მასწავლებელი
ასრულებს ფასილიტატორის როლს,თვალს ადევნებს მათ მუშაობას და ერევა საჭიროების
შემთხვევაში.) პარალელურად სამივე წყვილი ავსებს
დიაგრამას „ვიცი,მინდა ვიცოდე,გავიგე“ ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს ცოდნის რა
ეტაპზე იმყოფებიან თავისი მოსწავლეები და რა ახალ ცოდნას შეიძენენ ისინი პროექტის დასრულებისას. მოსწავლეები მოძიებულ მასალას წარუდგენენ თანატოლებს
და მასწავლებელს,ერთობლივად ახარისხებენ მასალას და შერჩეული თემებით იწყება მზადება „სტარტებისთვის“.
მასწავლებელი მეგობარი სკოლის
კოლეგასთან შეათანხმებს
პროექტის მიზნობრიობას, შეფასების კრიტერიუმებს, დროს,
შეჯიბრის ფორმატს,ერთობლივად გაანალიზებენ
პროექტის
განხორციელებისას წამოჭრილ ყველა სავარაუდო რისკს და დაბრკოლებას:რამდენად უწყობს
ხელს ეს პროექტი მოსწავლეებში სოციალური,21-ე საუკუნისთვის აქტუალური უნარების მრავალმხრივ განვითარებას,
როგორიცაა ცოდნის კონსტრუირებას, კრიტიკული აზროვნებასა და
შემოქმედითობას?
ინაწილებენ
დავალებებს,ფუნქციებს,ამისთვის ისინი პერიოდულად
ხვდებაინ ერთმანეთს. რაც ხელს უწყობს კოლეგებს შორის აზრთა და გამოცდილების გაზიარებას. მოსწავლეები შეჯიბრის ობიექტურად წარმართვის მიზნით
ნეიტრალური სკოლის პედაგოგს იწვევენ ჟიურის წევრად და მას წინასწარ აცნობენ თამაშის პირობებს.
3. შევიმუშავეთ
აქტივობები,რომლითაც შეეჯიბრებოდნენ მოსწავლეები ერთმანეთს::
1.-მხატვრული კითხვა;
2-სწრაფი კითხვა;
3-კალიგრაფიის კონკურსი
4-ანბანის სწრაფად დალაგება;
5-„მწერლობანა“
6-„მინიშნებებით გამოიცანი“( ბიოგრაფიული მონაცემებით უნდა ამოეცნოთ,რომელ მწერალზე იყო საუბარი)
7-„პოეტობანა“ ( რითმებზე უნდა აეგოთ ლექსი)
8-ზარმაცი ეროვნულ
გამოცდებზე“
(მოსწავლეებმა
საკუთრი თავი გამოსცადეს ინტუიციაში)
9-ტექსტის
რედაქტირება
10- „4 სიტყვა =ჩანახატს“
11-„ვინ უფრო ნაკითხია?“
12.-„ბაგირის გაადწევა“
4. თითოეულ ეპიზოდზე
იმუშავეს მოსწავლეებმა ინდივიდუალურად,წყვილურად და ჯგუფურად..
5. პროექტის პროცესის დოკუმენტირება
6. შერჩევა, მონაცემთა
შეგროვება მონაცემთა ანალიზი,შედეგების გაცნობა;
7. სასკოლო
შეჯიბრის მოწყობა, პრეზენტაცია.
7. პროექტში მონაწილეეების ასაკი, კლასი:
მე-7
8. პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
პროექტის შეფასების
კითხვარი მოსწავლეთათვის
მოსწავლეთა თვითშეფასება
|
საერთოდ არა
|
ხანდახან
|
ყოველთვის
|
ჯგუფი იზიარებდა ჩემს აზრს
|
|||
ვიცავდი დროის ლიმიტს
|
|||
კონფლიქტი მქონდა თანაგუნდელებთან
|
|||
პროექტის პროცესი ჩემთვის იყო სახალისო
|
|||
შემდეგ პროექტში მივიღებ მონაწილეობას
|
პროექტის შეფასების კითხვარი მასწავლებელთათვის
მასწავლებელთა
თვითშეფასება
|
საერთოდ არა
|
ხანდახან
|
ყოველთვის
|
ვეხმარებოდი მოსწავლეებს
|
|||
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
|
|||
პატივს ვცემ მოსწავლის
განსხვავებულ აზრს
|
|||
პროექტის პროცესი ჩემთვის იყო საინტერესო
|
|||
დავიცავი დროის ლიმიტი
|
დიაგრამა -ვიცი,მინდა გავიგე,გავიგე
9. პროექტის განხორცილების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:
როგორც ცნობილია შეჯიბრის
მეთოდის გამოყენებისას თავს იჩენს შემდეგი პრობლემები:
1. თანამშრომლობით ჯგუფებში ხშირად მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები სამუშაოს უმეტეს ნაწილს აკეთებენ,დანარჩენები კი პასიურობენ ,რადგან მორცხვ ბავშვებს შეიძლება გაუჭირდეთ
აუდიტორიის წინაშე აზრის გამოთმა და დუმილი ამჯობინონ.ამ პრობლემის თვიდან ასაცილებლად
მასწავლებელი წინასწარ უნაწილებს ჯგუფის ყველა წევრს საკუთრ სამუშაოს,( მათი სურვილისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით)ყველას
აქვს თავისი დანიშნულება და კარგად იციან, რომ ამ პასუხისმგებლობის თავიდან
აცილებით,ისინი თავისი გუნდის წარმატებას აფერხებენ.
2. მსგავს
შეჯიბრებეში ერთი გუნდის გამარჯვების საფუძველი
სამუშაოს სხვაზე უკეთესად და სწრაფად შესრულებაშია,ამასთან დამარცხებული ძნელად აღიქვამს
დამარცხებას და შეიძლება ამან მოსწავლეებში
სოციალური უნარების განვითარებაზე უარყოფითად იმოქმედოს.ამაზეც წინასწარ იზრუნეს პედაგოგებმა,მასპინძელ
სკოლაში სკოლის დერეფანში მოეწყო ანეგდოტების გამოფენა ,სააქტო დარბაზში შესვლისთანავე
კი სტუმრებს დახვდათ წარწერა : „ჩვენ ვზრუნავთ
თქვენი მხიარული განწყობისთვის“.სტუმრებს წარუდგინეს მე-6 კლასის მოსწავლეების
მიერ დადგმული იუმორისტული სპექტაკლი „მოდელირებული ხაზარულა“,სიმბოლური საჩუქარები თანაბრად გადაეცა დამარცხებულ და გამარჯვებულ გუნდს...ამ
ყველაფერმა თავიდან აგვაცილა მოსალოდნელი პრობლემები.შეჯიბრი
ძალიან სახალისო და მხიარული გამოდგა.
10. მოსალოდნელ შედეგები:
მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის
პრაკტიკაში გამოყენება, ისინი თავად გაერკვნენ შეჯიბრის,თამაშით სწავლების
სპეციფიკაში, ჩანახატებისა და ლექსების გარითმვის სპეციფიკაში,გაითავისეს
,,მწერლობა“ თავად დაწერეს ჩანახატი,ლექსი.გამოუმუშავდათ სწარფი
კითხვის,მხატვრული კითხვის ,ლამაზად წერის,ინტუიციის, თანამშრომლობის,კომუნიკაციის
უნარი.
11. პროექტის განხორციელებისთვის საჭირო დრო: 3 კვირა (24.11.2014-12.12.2014)
პროექტის შეფასება:
მოსწავლეთა თვითშეფასება
|
საერთოდ არა
|
ხანდახან
|
ყოველთვის
|
ჯგუფი იზიარებდა ჩემს აზრს
|
|||
ვიცავდი დროის ლიმიტს
|
|||
კონფლიქტი მქონდა თანაგუნდელებთან
|
|||
პროექტის პროცესი ჩემთვის იყო სახალისო
|
|||
შემდეგ პროექტში მივიღებ მონაწილეობას
|
მოწვეული მასწავლებლის
შეფასება:
Mtvarisa
Pipia ყველაფერი იყო ძალიან სასიამოვნო,თვალშისაცემი მოსწავლეების ბედნიერი სახეები.მაია ლუკავასა და თამარ კაკაჩიას მეგობრობამ მათ მოსწავლეებზეც გადაინაცვლა,ორი სკოლის მოსწავლეების ურთიერთგაცნობა,თანამშრომლობა ,ჭეშმარიტად, მისაბაძია.თვითონ კონკურსის სტილი დახვეწილი, მიზანმიმართული...ეს იყო შედეგზე გასული პროექტი,განსაკუთრებით აღვნიშნავ მოსწავლეების დამოკიდებულებას პოეზიისადმი, ,მათ შემოქმედებით უნარს...
1. პროექტის სახელწოდება:
,,ექვთიმე თაყაიშვილი-სულიერება,რომელსაც უნდა ვეზიაროთ...”
2. იდეა:
ჩვენი სახელოვანი წინაპრის გახსენება.
3. პროეტის აქტუალობა:
აქტუალურია რადგან ახალგაზრდა თაობა ნაკლებად იცნობს ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლს სამშობლოადა ერის წინაშე.
4. პროექტის მიზანი:
მოსწავლეებმა შეისწავლონ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა, მიღებული ცოდნა გაუზიარონ თანატოლებს,მოაწყონ პრეზენტაციები. პროექტის ფარგლებში მომზედებული მასალები გაავრცელონ ტექნოლოგიური საშუალებებით(facebook.com; mayvideo.com; yotube.com)
5. მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი;
6. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეების მიერ შექმნილი ექვთიმე თაყაიშვილის გვერდიფაცებოოკ-ზე;ექსკურსია სოფელლიხაურში,ინტერვიუები ლიხაურის მოსახლეობასთან თემაზე: ,,რა იციან მათი დიდი წინაპრისშესახებ”. ვიდეო მასალა, ფოტომასალა, გიდისგან მიღებული საინტერესო ინფორმაცია,ინტერვიუწალენჯიხის ფერისცვალების სახელობის ეკლეესიის მამაოსთან, მამა ილია(ლუკავასთან) თემაზე: ,,წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი.პრეზენტაციები powerpoint-ში.მოსწავლეთა მიერ დაწერილი ლექსებიექვთიმე თაყაიშვილზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
პროექტზე მუშაობისას ჩვენ გამოვიყენეთ სხვადასხვა რესურსი.პირობითად ეს რესურსები რამდენიმესახედ დავყავით:
1.ადამიანური რესურსები:
ა. ისტორიის მასწავლებელი-მანანა კვარაცხელია;
ბ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- თამარ კაკაჩია;
გ. ი.ს.ტ.-ს მასწავლებელი- ხათუნა ჯალაღონია;
დ. სოფელ ლიხაურის მოსახლეობა. (ინტერვიუები)
ე. მუზეუმის თანამშრომელი (გიდი).
ვ. მამა ილია.
2. ტექნიკა:
ა. ფოტოაპარატი.
ბ. დიქტოფონი;
გ.კომპიუტერი;
დ. სკანერი;
ე. პრინტერi.
3. მუზეუმი
ოზურგეთის რაიონი,სოფელი ლიხაური,ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმი.
4. ლიტერატურა:
ა.სკოლის ბიბლიოთეკის რესურსები;
ბ. საჯარო ბიბლიოთეკის რსურსები:
გ. საოჯახო( პირადი) ბიბლიოთეკის წიგნები;
დ. ინტერნეტში მოძიებული მასალები;აუდიო-ვიდეო მასალა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტვობები):
·
პროექტის განხორციელების მიზნით შეიკრიბნენ მოსწავლეები და გადაინაწილეს დავალებები:
· ინფორმაციის მოპოვება,შეგროვება და დამუშავება გუნდის კაპიტანი-მარიამ ზარქუა;
· პროექტის ფარგლებში მოეწყო ექსკურსია გურიაში,ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიურ სოფელ
ლიხაურში. (ყველა მონაწილე).
· მოვისმინეთ საინტერესო ლექცია გიდისაგან ექვთიმეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
· მიღებული ინფორმაცია ჩავიწერეთ და გავავრცელეთ ტექნოლოგიური საშუალებებით.
· სოფელ ლიხაურში ავიღეთ ინტერვიუები თემაზე: ,,რა იცოდა მოსახლეობამ მათი დიდი წინაპრისშესახებ”
· მოვისმინეთ რეზო თაბუკაშვილის დოკუმენტური ფილმი და ყველა ის ვიდეო მასალა,რომელიცარსებობს ექვთიმეზე.
· ასევე მოვისმინეთ ლექცია მამა ილიასაგან თემაზე: ,,წმინდა ექვთიმე,ღვთისკაცი”
· მოვაწყვეთ პრეზენტაციები ,,powerpoint”-ში;ასევე ორმა მოსწავლემ ირმა მიქავამ და მეგიშანავამ მიუძღვნა ლექსი ექვთიმე ღვთისკაცს.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართულის, ისტორიისაა დაი.ს.ტ ინტეგრირება ესგ-ს გათვალისწინებით;
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თამარ კაკაჩია.
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tatakakachia@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: ,,tatakakachia.blogspot.com
იხილეთ პრეზენტაცია
https://docs.google.com/file/d/0B7cZ8T7yroUlOWVocHozc2ZNMEU/edit?usp=sharing
მოსწავლის ნამუშევარი
მოსწავლის ნამუშევარი
D
,,daudgromeli sicocxle Tqveni samSoblosaTvis,
Tavganwiruli moZraoba mkvircxli sulisa
da Tqveni Rvawli didebisa kvlavac mohnaTis,
dResac igrZnoba saxeba Tqveni siyvarulisa.
Tqven Cveni sulis Rirebulebis dido moZRvaro,
auracxeli avla-dideba CvebTvis giZRvniaT,
mudam iRrwvodiT samSoblosaTvis mSier-mrwyurvalo
da safasuri amisaTvis ra migiRiaT?!
arqeologic,istorikosic da filologic
yoveli saqme samSoblosaTvis SegiswavliaT,
samSoblosaTvis aRelvebul zRvaSi gaWrilxarT
da ganZeuli Cveni sulisa SeginaxiaT.
emigrantobiT daqancul guls da aSlil gonebas
imedi RvTis da dabrunebis mudam gqoniaT,
viT sameufos RvTisas binadarT miscemen nebas,
Tqvenc aseTive fiqrebis ganZi mudam gyoliaT.
TqvenTvis yoveli gasaWiri lxinad gceula,
radgan icodiT rom akeTebdiT saqmes uflisas,
sakeTildReo saWirborotod ar areula
da kvlav imediT ivsebodiT aRsasrulisas.
roca ileva mzis sxivebi saRamosaTvis
erTi etapi kvlavac sruldeba sixarulisa,
daudgromeli sicocxle Tqveni samSoblosaTvis
dResac igrZnoba Tqveni saxeba siyvarulisa.”
XI klasis moswavle
irma miqava
2 . პროექტის სახელი :
1. პროექტის სახელი:
" გაიცანი ჩვენი რაიონი“
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით: · წალენჯიხის ისტორია, გეოგრაფია,კულტურა, ტრადიციები;
3. პროექტის აქტუალობა:
· მოსწავლეები შეისწავლიან თავიანთი რაიონის, წალენჯიხის ისტორიას;
· გეოგრაფიულ მდებარეობას;
· მოიპოვებენ რაიონის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს;
4. პროექტის მიზნები:
· მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
· პრეზენტაციის მომზადება;· პროექტის ბლოგის შექმნა, ი.ს.ტ. უნარის განვითარება.
· გუნდურობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარის განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: VII–X კლასი
6. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
· ფოტო მასალა;
· ვიდეო მასალა;
· ექსკურსიები; · კლიპის მომზადება;
· ჩანაწერები;
· სტატიები ;
· პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
· კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა;
· საჭირო ლიტერატურა;
· ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
· ფანქრები და კალმები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის კონკურსის შესახებ დებულებისა და იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
· ჯგუფების შექმნა;
· ფუნქციების განაწილება;
· კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება წალენჯიხის შესახებ ისტორიული მასალების მოძიება, გარკვეულ ნაწილს - ლეგენდების, თქმულებების მოძიება, გეოგრაფიის, მუზეუმების,ეკლესია–მონასტრების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლევა მათი წარმოშობის შესახებ,
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
· მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
· ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
· პრეზენტაციის უნარი;
· მსჯელობა;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება,ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ნაწერის ორგანიზებისათვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):თამარ კაკაჩია წალენჯიხის მე–4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tatakakachia@gmail.com13. პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი: http://walenjixan4skola.blogspot.com/
" გაიცანი ჩვენი რაიონი“
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით: · წალენჯიხის ისტორია, გეოგრაფია,კულტურა, ტრადიციები;
3. პროექტის აქტუალობა:
· მოსწავლეები შეისწავლიან თავიანთი რაიონის, წალენჯიხის ისტორიას;
· გეოგრაფიულ მდებარეობას;
· მოიპოვებენ რაიონის შესახებ ლეგენდებს, თქმულებებს;
4. პროექტის მიზნები:
· მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენება.
· პრეზენტაციის მომზადება;· პროექტის ბლოგის შექმნა, ი.ს.ტ. უნარის განვითარება.
· გუნდურობის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარის განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი/კლასი: VII–X კლასი
6. ვადები / ხანგრძლივობა: ერთი თვე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
· ფოტო მასალა;
· ვიდეო მასალა;
· ექსკურსიები; · კლიპის მომზადება;
· ჩანაწერები;
· სტატიები ;
· პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
· კომპიუტერი, ინტერნეტი, დიქტოფონი, ციფრული კამერა;
· საჭირო ლიტერატურა;
· ფორმატისა და თაბახის ფურცლები;
· ფანქრები და კალმები.
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ. 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის კონკურსის შესახებ დებულებისა და იდეის გაცნობა;
აქტ. 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება;
აქტ. 3. ორგანიზაციული საკითხები:
· ჯგუფების შექმნა;
· ფუნქციების განაწილება;
· კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ. 4. მუშაობის დაწყება:
მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს დაევალება წალენჯიხის შესახებ ისტორიული მასალების მოძიება, გარკვეულ ნაწილს - ლეგენდების, თქმულებების მოძიება, გეოგრაფიის, მუზეუმების,ეკლესია–მონასტრების შესახებ ინფორმაციის მოძიება კვლევა მათი წარმოშობის შესახებ,
აქტ. 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა:
· მოძიებულ მასალას განვათავსებთ ბლოგზე.
აქტ. 6. პროექტის შეფსება:
დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
· ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება;
· პრეზენტაციის უნარი;
· მსჯელობა;
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება,ლიტერატურა. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
ნაწერის ორგანიზებისათვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):თამარ კაკაჩია წალენჯიხის მე–4 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tatakakachia@gmail.com13. პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი: http://walenjixan4skola.blogspot.com/
3.პროექტის სახელწოდება :
,, 2008 წლის აგვისტოს ომის კოლხი გმირების კვალდაკვალ "
2. იდეა :
რეალური გმირების ისტორიებზე ინფორმაციის ნაკლებობა ...
3. პროეტის აქტუალობა :
2008 წლის აგვისტოს ომის სამეგრელოს კუთხისგმირების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ..
4. პროექტის მიზანი :
4. პროექტის მიზანი :
· ეროვნული თვითშეგნების ამაღლება
· მოსწავლემ შეძლოს ფაქტებისა და მოვლენების შესწავლა
რეალური გმირების ისტორიიდან და საქვეყნო ტკივილის გაზიარება .
· ინფორმაციისადმი კრიტიკული მიდგომის , ერთობლივ მუშაობაში პირადი პასუხისმგებლობის უნარის განვითარება .
· შეძლონ ესეების წერა , პრეზენტაციის გაკეთება .
5. მონაწილეთა ასაკი : 14-17 წელი ;
6. ვადები / ხანგრძლივობა : ერთი თვე ;
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაცშეიძლება შეიქმნას :
• ინტერვიუები ;
• პრეზენტაციები , ესეები , კლიპები , აუდიო , ვიდეო ,
ფოტო მასალა .
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები :
პროექტზე მუშაობისას ჩვენ გამოვიყენეთ სხვადასხვა რესურსი .პირობითად ეს რესურსები რამდენიმე სახედ დავყავით :
1. ადამიანური რესურსები :
ა . ისტორიის მასწავლებლები : ნონა მებონია , მანანაკვარაცხელია ;
ბ . ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - თამარ კაკაჩია ;
გ . ი . ს . ტ .- ს მასწავლებელი - ხათუნა ჯალაღონია ;
დ . გმირების დედები , ახლობლები . ( ინტერვიუები )
2. ტექნიკა :
ა . ფოტოაპარატი .
ბ . დიქტოფონი ;
გ . კომპიუტერი ;
დ . სკანერი ;
ე . პრინტერი .
http://www.youtube.com/watch?feature=player_embeddedv=MlaAuA78hvs
http://www.youtube.com/watch?v=puD5hMBrfbM feature=youtu.be
http://www.youtube.com/watch?v=rSaGSwl4Xd4 feature=share
http://www.youtube.com/watch?v=F1fGLp2slrg feature=youtu.be
http://www.youtube.com/watch?v=3LzTyY3EVNk
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტვობები ):
·
• წალენჯიხის , ხობის , ფოთის სამხედრო სამსახურებთანდაკავშირება
დაღუპული გმირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებისმიზნით .
• შეხვედრები გმირების მშობლებთან და ახლობლებთანდაღუპულთა შესახებ
ინფორმაციის მოპოვების მიზნით .
• ინტერვიუს ჩაწერა და მათი დახარისხება .
• ესეების წერა .
• პრეზენტაციის მომზადება .
• კლიპების შექმნა .
პროექტის განხორციელების მიზნით შეკრებილმოსწავლეთა მიერ დავალებების
გადანაწილება :
• ინფორმაციის ინტერნეტის საშუალებით მოპოვება
გავეცანით გმირებზე შექმნილ წიგნებს ... მიღებულიინფორმაცია ჩავწერეთ .
შეხვედრები მშობლებთან წალენჯიხაში , ხობში დაფოთში
ვიდეო და აუდიო მასალის შექმნა .
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი
ისტორიისაა და ქართულის , ი . ს . ტ ინტეგრირება ესგ -სგათვალისწინებით ;
11. პროექტის ავტორი ( მასწავლებელი ): . ნონა მებონია ;
თანაავტორი : თამარ კაკაჩია .
12. ავტორის ელ . ფოსტა : tamarkakachia1984@gmail.com
13. პროექტის ვებ - გვერდი / ბლოგი :
ნათელში იყავნ ...
,, რვა აგვისტოს დილას
მამაცი გული ხარობს
რადგან მტერია ჩვენთან
რადგან აქ არის ახლოს,
შალვა მიუძღვის სურვილს:
,,ოთო აქა ხარ ძმაო? “
,,სხაგვარად აღარ იქმის,
აბა სხვა რაღა ვქნაო “
ყველა ვაჟკაცი აქ არს,
გოგა,კობა და დათა,
რაღა იციან ღმერთო,
სული რომ კვდების მათთა.
კვდების უბიწო სული
ახალგაზრდაა ძალზე,
შალვა გაგიწყდა სიმი
ოთოს აწვენენ ფარზე.
ვაჟკაცი იოსავა,
რჩეული რჩეულთაგან,
ღმერთო მიიღე გმირი
ჩვენნაირ სნეულთაგან.
ოჰო, ლამაზი მეტად,
ნეტა ვინ დაჭრეს ასე,
ხურცილავაა გვარად
და გაბედული სხვაზე
ეჰ, თვენს საოცარ სახელს,
როგორ დავკარგავთ აბა,
როცა სამშობლოს შვილმა,
დასისხლა დედის კალთა.
სანთელს ავუნთებთ სულებს,
ნათელი იყოს თქვენში,
დაღუპულებო სისხლით
ჩუმი აგვისტოს თვეში.
ჩუმი აგვისტოს თვეში
ცაზე გაშავდა წვიმა
წარიღო სათნო სული
და წარიტანა სხივმა.
ღმერთმა მიგიღოთ მასთან
სამაგალითო შვილნო
მტერთან შებმის დროს ყველა,
შეუდრეკელნო გმირნო.
ვიცი მუნჯდება სიტყვა,
კალამს არ ძალუძს რამე
არ შემოგაკლდეთ გულით
ის,რაც ელავდა ღამე.
და მაინც ხარობს გული,
მამაცის გული ხარობს,
რვა აგვისტოა დილის,
გმირი აღმასვლას ჩქარობს... “ / მე -11 კლასის მოსწავლე - ირმა მიქავა /
პროექტის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
არასოდეს
| |
1
|
ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება
| |||
ინფორმაცია ნათელი და გასაგებია, პირობის შესაბამისია,
ყურადღება გამახვილებულია საკვანძო საკითხებზე,
მოძიებული მასალა საპროექტო თემის ადექვატურია
| ||||
2
|
თანამშრომლობა და გუნდური აზროვნება
| |||
ჯგუფურ მუშაობაში ყველა მონაწილეობადა დაგამოთქვამდა აზრს,
კომუნიკაცია ინტერაქტიური იყო
| ||||
3
|
კრიტიკული აზროვნება და არგუმენტირებული მსჯელობა
| |||
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და დასკვნები, აქვსსაინტერესო
მოსაზრებები, არგუმენტებით ასაბუთებსსაკუთარ მოსაზრებებს
| ||||
4
|
პრეზენტაციის უნარი
| |||
სათქმელი მარტივად, დამაჯერებლად და ლაკონურადარის გადმოცემული,
მასალა გამდიდრებულიათვალსაჩინოებებით
|
პროექტის ფოტო – მასალა
სასწავლო პროექტი - ვაჟა– ფშაველას ცხოვრება და შამოქმედება
1. პროექტის სახელი : ვაჟა– ფშაველას ცხოვრება და შამოქმედება
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1 - 2 წინადადებით :
ვაჟა–ფშაველას ბიოგრაფია ვაჟას შემოქმედება
3. პროექტის აქტუალობა :
· ბიოგრაფიის გაცნობა ; · მოგონებების მოძიება ვაჟაზე ; · შემოქმედების გაცნობა ; ·
4. პროექტის მიზნები :
გაკვეთილზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარ - ჩვევებისგანვითარება :
მასალების დამუშავება ისტ - ის მეშვეობით ; ·
თანამშრომლობითი , საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების , ეფექტური კომუნიკაციის , გამოთქმისადა გადაწყვეტილებების მიღების ,
საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების უნარ - ჩვევების განვითარება .
· მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარება
5. მონაწილეთა ასაკი / კლასი :
შეუზღუდავი .
6. ვადები / ხანგრძლივობა :
ორი თვე .
7. მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას :
· პრეზენტაციები ;
· მოძიებულ მასალებს გამოვაქვეყნებთ ბლოგზე .
· ფოტო, ვიდეო მასალა
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები :
· კომპიუტერი , ინტერნეტი , , ციფრული კამერა , პროექტორი ; ·
საჭირო ლიტერატურა ; · ფორმატისა და თაბახის ფურცლები ;
· ფანქრები და კალმები .
9. პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ . 1. მოსწავლეების მოტივაციის საფუძველზე იდეის გაცნობა ,გაანალიზება.
აქტ . 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალურიკითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბება ;
აქტ . 3. ორგანიზაციული საკითხები : · ჯგუფების შექმნა ( ბიოგრაფიული ცნობების შემგროვებელი ,ვაჟას ლექსებისა და ამ ლექსებზე
შექმნილი სიმღერების მაძიებლები, ინსცენირების მომწყობები , ვაჟასფილმის ,,სტუმარ–მასპინძლის“ საჯარო ნახვის ორგანიზატორები,
საჯარო კითხვის ,,ჩვენ ვკითხულობთ ვაჟას“ ჩამტარებლები ·
ფუნქციების განაწილება ;
· შესასრულებელი დავალებების არჩევა ;
· შესასრულებელი სამუშაოების ეტაპებად დაყოფა და ვადების განსაზღვრა ;
· შუალედური და საბოლოო შეფასების ( თვითშეფასების ) დროის განსაზღვრა .
აქტ . 5. შესრულებული სამუშაოს შეჯამება , აუდიტორიისათვის გაცნობა : პრეზენტაცია .
აქტ . 6. პროექტის შეფსება : დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება : · ინფორმაციისმოძიება და ორგანიზება , ურთიერთთანამშრომლობა , პრეზენტაციის უნარი ; · ინფორმაციულ -საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება , · შემოქმედებითი (ინსცენირების) უნარი.
10. საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ქართული ენა და ლიტერატურა , ისტ - ი ;
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი ):
თამარ კაკაჩია წალენჯიხის მეოთხე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი .
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ . ფოსტა : tatakakachia.gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი / ბლოგი :
ვაჟა-ფშაველას ალბომი წარწერები გაკეთებულია ქართულ-ინგლისურ ენებზე:
No comments:
Post a Comment