,,პირველი აღზრდა ოჯახიდან იწყება, იმას სკოლაზე მეტი მნიშვნელობა აქვს;
იგი სთესავს თესლს ყმაწვილის გულში,
ხოლო სკოლა ჰფარცხავს, ჰმარგლის ამოსულს თესლს, ჰმკის, ლეწავს და ანიავებს”
/ვაჟა-ფშაველა/
,,მეტი მზრუნველობა მასწავლებლის კეთილდღეობაზე, მეტი ნდობა მისდამი, - აი, საუკეთესო წამალი ჩვენი სკოლების განკურნებისა, აღორძინებისა, აყვავებისა”
/იაკობ გოგებაშვილი/
,,მასწავლებელი, რომელიც თავისი მისწავლეებისაგან არ სწავლობს, მასწავლებლად არ გამოდგება”
/შალოტა ვოლფი/
,,პედაგოგობა უმძიმესი ხელოვნებაა... რაც უფრო მშვიდად, დინჯად და შეგნებულად მოექცევა ბავშვს პედაგოგი, მით უფრო კარგ ზეგავლენას მოახდენს მასზე”
/კონსტანტინე გამსახურდია/
,,მასწავლებელი გაგიღებს კარს, რომელშიც თავად უნდა შეხვიდე”
/ჩინური ანდაზა/
,,სწავლება ოპტიმიზმის ყველაზე დიდი გამოვლინებაა”
/კოლინ უილკოქსი/
,,ყველა საგნის სწავლების მიზანი ბავშვის გონების გაღრმავებასა და განვითარებაში მდგომარეობს”
/დიმიტრი უზნაძე/
-,,არგი სწავლება სწორი შეკითხვების დასმას უფრო გულისხმობს, ვიდრე სწორი პასუხების გაცემას”
/ჯოზეფ ალბერსი/
,,რაც უფრო მეტს სწავლობ, მით მეტად გრძნობ სწავლის მოთხოვნილებას”
/მონტესკიე/
,,თუ ბავშვებში ცელქობა ჩაკალით, ბრძენს ვერასოდეს აღზრდით”
/ჰეგელი/
,,არ არსებობს ისეთი ცუდი კაცი, კარგ აღზრდას რომ არ გაეუმჯობესებინოს”
/ბელინსკი/
,,ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს ვერ გახდება ოსტატი; ვერც ის გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში”
/კონსტანტინე გამსახურდია/
,,მშვიდობა განათლებამ უნდა მოგვიტანოს, პოლიტიკას მხოლოდ ის შეუძლია, ომისგან დაგვიცვას”
/მარია მონტესორი/
,,ცხოვრებისათვის მამაჩემის მადლიერი ვარ, კარგად ცხოვრებისათვის, - ჩემი მასწავლებლის”
/ალექსანდრე მაკედონელი/
,,აღზრდას ის მიზანი აქვს, რომ ადამიანი დამოუკიდებელი, ესე იგი, თავისუფალი ნების არსებად აქციოს.
/ჰეგელი/
,,არაფერია ისე ძნელი, როგორც ცუდად აღზრდილი კაცის ხელახლა აღზრდა“
/იან ამოს კომენსკი/
,,ვინც სწავლებას ბედავს,არასდროს უნდა შეწყვიტოს სწავლა“
/ჯონ კოტონ დანა/
,,სწავლა, განათლება ერის ბედნიერების, კეთილდღეობის ბურჯია... სწავლა, ცოდნა, მეცნიერება, - ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვერ დაუდგება; ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმრავლე“
/ილია ჭავჭავაძე/
,,ბავშვებს ცუდი ჩვევები სკოლიდან ოჯახში კი არ მიაქვთ, არამედ ოჯახიდან სკოლაში“
/კვინტილიანე/
ჟურნალიდან "მასწავლებელი"
No comments:
Post a Comment