Pages

საკლასო აქტივობები

ბარბარიზმი არის ამა თუ იმ ენის ბუნებისათვის შეუფერებელი ან უცხოური ენიდან საჭიროების გარეშე შემოსული სიტყვა, გამოთქმა. 
დღეს,ქართული ენის გაკვეთილზე,მე-6 კლასში აქტივობით ,,არა ბარბარიზმებს“ ერთად დავგმეთ და უარი ვუთხარით სიტყვებს,რომელიც ანაგვიანებს,აბინძურებს სალიტერატურო ენას. გაკვეთილი შეიცავდა სამივე ფაზას: გამოწვევის ფაზაზე სურათები აღვწერეთ,სიღრმისეულ ფაზაზე ბარბარიზმებიანი ტექსტი დავამუშავეთ/გავმართეთ/გავასწორეთ. უნდა აღვნიშნო,რომ ძალიან სახალისო აღმოჩნდა 2 წუთიანი აქტივობა ,,ცოცხალი ქანდაკება“/ ,,გაყინული ეპიზოდი“ ერთმა ჯგუფმა დადგა ორ წუთიანი სცენა, ჟესტებისა და მიმიკის საშუალებით დაგმეს ბარბარიზმი,შეჯამების ფაზაზე თითო ბარბარიზმს მიუწერეს სალიტერატურო ქართულისთვის შესატყვისი ფორმა ინდივიდუალურად და მოაწყვეს აქცია.





აქტივობა: ,,ცოცხალი ქანდაკება" ,,გაყინული ეპიზოდი" აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავი" გაცოცხლებული ეპიზოდების გამოცნობა. ეპიზოდი 1-ლი ,,სიზმარი"(წმინდა ნინო,თამარ მეფე და ქეთევან დედოფალი). ეპიზოდი მე-2: გაბრიელ ბერი და თორნიკე ათონის მთისკენ მიმავალ გზაზე.ეპიზოდი მე-3 ,,დედოფალი თეოფანია და მცირეწლოვანი შვილები:კონსტანტინე და ბასილი, კარისკაცი სევისტოფორი. გაკვეთილის ერთი ეპიზოდი,სახალისო და საინტერესო,თვითონ მოსწავლეთა მიერ მოფიქრებული, ჭკვიანი მეცხრე კლასი, მიყვარხართ!






მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლა თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა, იმაზე სახალისო და იმავდროულად საპასუხისმგებლო რა უნდა იყოს მოსწავლისათვის, ვიდრე მასწავლებლის როლის შეთავსება გაკვეთილზე.
დიახ,ეს საპასუხისმგებლო როლი თამამად მოირგო დღეს მე-12 კლასელმა მარიამ ზარქუამ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე მე-6 კლასში, მარი ,,მასწავლებლმა“ მშვენივრად გაართვა თავი მასზე დაკისრებულ მოვალეობას,მოსწავლეებიც კმაყოფილები დარჩნენ, მარიამს ეს პროფესია აქვს არჩეული, დაწყებითი კლასების მასწავლებლობა, მე პოპულარიაზაციას ვუწევ მასწავლებლის პროფესიას!!! ჩვენ მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ მოსწავლის სულზე ილექება ყველაფერი… კარგიც და ცუდიც. ვფიქრობ, მარაიამის და მე-6 კლასელების სულში დღეს ამ აქტივობით კარგი დაილექა.... მიყვარხართ!





No comments:

Post a Comment