Pages

სამოდელო გაკვეთილის გეგმა





საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სამოდელო გაკვეთილი
გაკვეთილის ტიპი:გამჭოლი კომპეტენცია
კლასი: მე-5
თემა: სულხან-საბა ორბელიანი ,,გლახაკი და ქილა ერბო“
დრო: 45 წთ
მოსწავლეთა პროფილი: 4 მოსწავლე, კლასში არ არის სსსმ მოსწავლე.
გაკვეთილის მიზანი:
  • ილუსტრაციაზე დაყრდნობით შეძლებენ ვარაუდების გამოთქმას უცნობი შინაარსის,თემატიკის,პერონაჟის ხასიათის შესახებ.
  • მოსწავლეები ასევე შეძლებენ იგავ-არაკის ცალკეული აბზაცების/ფრაზების დაკავშირებას ილუსტრაციებთან.ილუსტრაციების დახმარებით ტექსტის აგებას.
  • ტექსტის გაცნობის შემდეგ შეძლებენ მათი ვარაუდების სისწორის გადამოწმებას
  • მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები.
მედიაწიგნიერების მიზანი:
·         მედიის მიერ გამოქვეყნებული ერთი თემის სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება,ანალიზი და განხილვა.( ქვიშაზე ხატვა,კომიქსებით შექმნილი რესურსის ნახვა,შედარება,ანალიზი)
·         მედია რესურსების კრიტიკული ანალიზი და შეფასება.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

ქარ. V. 11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის ვერბალური და არავერბალური ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირება, ინტერპრეტირებადა მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები.

შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
·         აკვირდება ტექსტზე დართულ ილუსტრაციებს და მსჯელობს, რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის განწყობას, რას გვეუბნება იგი ტექსტში აღწერილი ადგილის, დროის, ამბის, პერსონაჟთა ხასიათების, მათი ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; აფასებს, რამდენად ეხმარება მას ილუსტრაცია ტექსტის აღქმაში და/ან იძლევა თუ არა იგი დამატებით მასალას ტექსტის შესახებ;
·         ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს უცნობი / შესასწავლი ტექსტის შინაარსის, თემატიკის, ადგილის, დროის, პერსონაჟთა ხასიათების, ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; ტექსტის გაცნობის შემდეგ მსჯელობს, რამდენად გამართლდა მისი ვარაუდი;

წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

·         მოსწავლეებმა იციან სულხან-საბა ორბელიანის  ბიოგრაფია
·         იცნობენ სულხან-საბას იგავებს
·         იციან რა არის იგავ-არაკი
·         აქვთ მედიარესურსის ნახვის,აღქმის, შთაბეჭდილებების გადმოცემის, უნარჩვევა
შეფასება და თვითშეფასება:
განმსაზღვრელი  (შეფასების რუბრიკა);
განმავითარებელი ( კითხვა-პასუხი, უკუკავშირი, ბარათები, დაკვირვების ცხრილი, ).


სასწავლო მასალა და რესურსები:

წიგნი,სამუშაო რვეული,ილუსტრაციები,ფლიფჩარტები,პროექტორი.ბარათები.
მედიარესურსები:




გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა N1 - ასოციაციური  რუკა 5 წთ
აქტივობის მიზანი:წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა:
 მასწავლებელი წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით  დაფაზე წერს სიტყვას ,,ილუსტრაცია“ და მოსწავლეებს სთხოვს გამოთქვან ვარაუდები თუ
რა არის ილუსტრაცია?
მიღებულ პასუხებს წერს დაფაზე,შემდეგ ახარისხებს პასუხებს, და მოსწავლეებს პროექტორით უჩვენებს მედიალექსიკონს, სადაც მოცემულია განმარტება
იქვე დაფაზე გააკრავს  ფლიპჩარტის ქაღალდზე მოცემულ ლექსიკონს,იმ  ახალი სიტყვებისათვის,რომელიც მოცემულია იგავში.
ასევე გააკრავს თვალსაჩინოებისთვის იგავ-არაკის ტექსტის გააზრებისათვის შეკითხვებს და მოსწავლეებს უხნის,რომ მათ მოწევთ როგორც ლექსიკონის გამოყენება,ასევე ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გაკვეთილის ბოლოს,რეფლექსიის ფაზაში.

აქტივობა N 2 -  სასწავლო მენიუ-10
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები დააკვირდებიან ტექსტის ილუსტრაციებს და შეეცდებიან მათი დახმარებით ააწყონ ტექსტი

აქტივობის აღწერა:მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფურცელზე ამობეჭდილ ილუსტრაციებს,(რომელიც ამოჭრილია ქვიშაზე ხატვის რესურსის მიხედვით),
ასევე ურიგებს იგავ-არაკის დანაწევრებულ ტექსტს ბარათებზე და სთხოვს მათ შეეცადონ ილუსტრაციის მიხედვით თანმიმდევრულად ააწყონ ტექსტი ან პირიქით ტექსტს შეუსაბამონ ილუსტრაციები, ილუსტრაციას აწეპებენ,აკრავენ შესაბამის ტექსტს.დავალებას მოსწავლეები ასრულებენ ჯგუფურად.
აქტივობა N3 -  პრეზენტაცია-5 წუთი
აქტივობის მიზანი:ჯგუფში შერულებული დავალების წარდგენა კლასის წინაშე.
აქტივობის აღწერა:
 ჯგუფიდან გამოდის ერთი მოსწავლე და ხმამაღლა ილუსტრაციების მიხედვით კითხულობს გამთლიანებულ ტექსტს.
აქტივობა N4 -  ერთი თემის ,,გლახაკი და ქილა ერბო“,ნახვა/მოსმენა/ვიზულიზაცია სხვადასხვა მედისრესურსის მეშვეობით-13 წუთი
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონმედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადსხვა პერსპექტივის ხედვა,ანალიზი და განხილვა.
აქტივობის აღწერა:
ა. პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი ასმენინებს მათ აუდიო ბიბლიოთეკის გვერდზე განთავსებულ,აუდიო მასალას,რომელსაც კითხულობს ელენე უიფიანი.
ბ. სთხოვს მოსწავლეებს მოუსმინონ მასალას ყურადღებით და შეადარონ მოსმენილი წაკითხულს ზუსტად ემთხვევა თუ არა. მოსწალეები დავალებას ასრულებენ წყილებში.-დრო 5 წუთი

გ. შემდეგ მასწავლებელი უჩვენებს მათ მედია რესურსს ქვიშაზე ხატვა,
(რომლის ილუსტრაციის მიხედვითაც ააწყვეს მათ ტექსტი),შემდეგ კი აყურებინებს ასევე მედია რესურსს კომიქსებით აწყობილ ტექსტზე:

აქტივობა N 5-  ინდივიდუალური მუშაობა-10
აქტივობის მიზანი:მედია რესურსების კრიტიკული ანალიზი და შეფასება,ბეჭდურ და მულტიმედია რესურსებში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის ანალიზი და განხილვა
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ინდივიდუალურად,წერილობით გადმოსცენ შთაბეჭდილებები,რომელი რესურსი მოეწონათ და რატომ?
თითოეული რესურსი აღწერონ ორი -სამი სიტყვით:
აქტივობა N6 -გაკვეთილის შეჯამება კითხვებზე-პასუხი-დრო 5 წუთი
აქტივობის მიზანი: ტექსტიდან მიღებული ცოდნის განმტკიცება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი იმის გასარკვევად გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა ტექსტი სვამს კითხვებს,რომელიც გაკვეთილის დასაწყისში კედელზე თვალსაჩონოების მიზნით ცხრილის სახით გამოაკრა:
·         რაზე ოცნებობდა ღარიბი?
·         როგორ ფიქრობდა იგი გამდიდრებას?
·         თქვენი აზრით , რამდენად ახლოს იყო ღარიბი კაცის ოცნებები სინამდვილესთან?
·         რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ამ გზით გამდიდრება?
·         სად არის ამ იგავ-რაკებში ,,სიბრძნე,,?,,სიცრუე,,?


განმსაზღვრელი და განმავითარებელი (კითხვა-პასუხი,  დაკვირვების ფურველი, შეფასების რუბრიკა) შეფასება











ლექსიკონი:
გლახაკი
ღარიბი. (“გლახაკიდაქილაერბო”)
"
ერთიგლახაკიკაციმივიდოდაგზასაზედადაერთიქილაერბოჰპოვა"
გულისთქმა
ოცნება. (“გლახაკიდაქილაერბო”)
"
მისისგულისთქმითგამდიდრებაწუთზეწაუხდა"
ლვა
ხეტიალი,სიარული
გულთა ამას-- უბნობდა
-ფიქრობდა
მარჩილი
ფულის ერთეული,
ძვ. სამი აბაზი
კერატი
 დაუკოდავიღორი




განზრახულიგაათაო -
 განზრახულიშეასრულო


























შეფასების რუბრიკა



კრიტერიუმები
მაღალი
საშუალოზე მაღალი
საშუალო
საშუალოზე დაბალი


10-9
      8-7
6-5
3-2-1
1.
საგაკვეთილო პროცესში აქტიურობა/ჩართულობა
საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იყო ჩართული
საგაკვეთილო პროცესში  იყო ჩართული,მაგრამ უფრო მეტად მასწავლებლის გამოძახებით
საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად იყო ჩართული
საგაკვეთილო პროცესში გაუჭირდა ჩართვა
2
აქტივობათა შესრულება ინდივიდუალურად
ყოველთვის და მაქსიმალურად ახერხებს დახმარების გარეშე ინდივიდუალურად მუშაობას
ცდილობს გაართვას თავი ინდივიდუალურად,თუმცა ეს წარმატებით არ გამოსდის
ნაკლებად ახერხებს დახმარების გარეშე ინდივიდუალურად მუშაობას
ვერ ახერხებს დახმარების გარეშე ინდივიდუალურად მუშაობას
3.
 აქტივობათა შესრულება წყვილებში
წყვილმა სამუშაო ინსტრუქცია კარგად გააცნობიერა,სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრლა გეგმით გათვალისწიმენული ყველა პუნქტი
წყვილმა სამუშაო ინსტრუქცია გაიაზრა,სამუშაო დაგეგმა მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
წყვილმა ინსტრუქცია ნაწილობრივ გაიაზრა,სამუშაო დაგეგმა,თუმცა გემიდან გადაუხვია.
წყვილმა ინსტრუქცია ვერ გაიაზრა,სამუშაო ვერ შეასრულა
4.
აქტივობათა შესრულება ჯგუფებში
ჯგუფმა სამუშაო ინსტრუქცია კარგად გააცნობიერა,სამუშაო კარგად დაგეგმა და შეასრლა გეგმით გათვალისწიმენული ყველა პუნქტი
ჯგუფმა სამუშაო ინსტრუქცია გაიაზრა,სამუშაო დაგეგმა მაგრამ დროდადრო უხდებოდა გეგმიდან გადახვევა
ჯგუფმა ინსტრუქცია ნაწილობრივ გაიაზრა,სამუშაო დაგეგმა,თუმცა გემიდან გადაუხვია.
ჯგუფმა ინსტრუქცია ვერ გაიაზრა,სამუშაო ვერ შეასრულა
5.
დავალების პირობის სწორად გაგება
ა. ილუსტრაციის
 დაკავშირება
 დედანთან  ტექსტის ცალკეული ფრაზების დახმარებით
ბ. ერთი ტექსტის სხვადასხვა კუთხით დანახვა გაანალიზება
დავალების პირობა ზუსტად გაიგო და ზედმიწევნით შეასრულა
დავალების პირობა კარგად გაიგო,თუმცა შეიმჩეოდა დაბნეულობა
დავალების პირობა ნაკლებად გაიგო
დავალების პირობა ვერ გაიგო
6
ინფორმაციის
კრიტიკული ანალიზი
და სინამდვილის
რეპრეზენტაციის
შეფასება
(მედიაწიგნიერების
კომპეტენციის შეფასება)
ზუსტად შეძლო ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი
საშუალოდ შეძლო ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი
ნაწილობრივ შეძლო ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი
ვერ შეძლო ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი





No comments:

Post a Comment